|
2026-02-11 16:37:49, 392 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმის საპარლამენტო კომისია პაპუაშვილს მიმართავს ინიციატივით, ფასების შესასწავლად საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს
დროებითი საპარლამენტო კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივით მიმართავს, ფასებთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს. ინიციატივას კენჭი კომისიის სხდომაზე უყარეს და მხარი ყველა წევრმა დაუჭირა. კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორის შესწავლაზე. მისივე თქმით, საერთაშორისო კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება. „გვაქვს ინიციატივა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივით მივმართოთ, რომ პარლამენტმა ჩვენი კომისიის მუშაობის პარალელურად, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია, რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება, ასე ვთქვათ, პირველადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების სექტორზე. მოვიწვიოთ კომპანია, რომ პარალელურ რეჟიმში შეისწავლოს ჩვენი სექტორის სტრუქტურა, ბიზნესპროცესები, რა პრობლემები არსებობს, შეადაროს საქართველოს მსგავს ქვეყნებთან, სხვა ქვეყნებთან ბაზრის სტრუქტურა და თავისი რეკომენდაციები დაწეროს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება, რადგან ჩვენი კომისიის მუშაობის პარალელურად, გვექნება, ასევე, განსხვავებული თვალით დანახული, გარედან შეფასებული დოკუმენტი, რაც არსებითად, მნიშვნელოვნად დაეხმარება საბოლოო ჯამში, ჩვენი კომისიის მუშაობას და შედეგზე გასვლას,“ - განაცხადა ბერეკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)