|
2026-02-10 16:17:27, 794 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი: ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მელიას საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სასამართლოს უპატივცემულობის მიზეზით აღძრულ საქმეში პროკურატურის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილი მასალა უვარგისია და ის ვერ ადგენს, თუ ვინ ამბობს დარბაზში უხამს სიტყვას. "ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა გადმოგვეცა. მოგეხსენებათ, ამ საქმეში არაფერი დევს რამდენიმე ადამიანის მოხსენებითი ბარათის გარდა - და ძალიან მოკლე მონაკვეთში, მრავალ ფრაზას შორის, ერთი უხამსი ფრაზა ისმის, რომელზეც ნიკას ბრალად შეერაცხა, რომ ამის გამო მან მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ვიდეოში თავად მელია არც ჩანს. თუმცა, დღეს უკვე გვაქვს აუდიოექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ ამ საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია და ამ ფრაზის მიხედვით ვერ დადგინდება...ვინ წარმოთქვა ეს ფრაზა. ანუ გვაქვს შემდეგი მოცემულობა: პროკურატურამ გუშინ გადაწყვიტა, რომ 4 თვის წინანდელ საქმეზე ნიკას ბრალდება წაუყენოს, საქმეში მის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, ექსპერტიზის დასკვნით, წარმოდგენილი მასალა უვარგისია და ფაქტობრივად გამოდის, რომ მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, პოლიტიკურ ლიდერს კვლავ ბრალს უყენებენ. ნიკა მელიასთან მიმართებით, კიდევ ერთხელ ხორციელდება პოლიტიკური ანგარიშსწორება". - თქვა მელიას ადვოკატმა.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)