|
2016-03-29 18:41:45, 421 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: სუს-ის 4000 თანამშრომლიდან, 2500 პოლიტიკური კონტროლით არის დაკავებული
ჩვენ ვიხილეთ მოხსენება, „პოლიტიკური პოლიციის“ წარმომადგენლის, იმიტომ, რომ დღევანდელმა მოხსენებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა 4000-მდე თანამშრომლიდან, დაახლოებით 2500-მდე თანამშრომელი, მხოლოდ პოლიტიკური კონტროლით არის დაკავებული, ამის შესახებ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სუს-ის ფუნქციაა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ საკითხს დღევანდელ ანგარიშში მხოლოდ 6 ხაზი დაეთმო. „ანტიტერორისტულ და კორუფციულ დაზვერვას 20-მდე გვერდი ეთმობა, სადაც რამდენიმე ასეული თანამშრომელი მუშაობს, ხოლო იმ მიმართულებას, რაც ნიშნავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, მხოლოდ 6 ხაზი ეთმობა. ექვს ხაზს ამ სამსახურში 2500 თანამშრომელი აკეთებს“, - განაცხადა ვაშაძემ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს სტრუქტურა „გვითვალთვალებს, აშინებს მოქალაქეებს, პოლიტიკურ ტერორს აწარმოებს და პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას ასრულებს“. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალია, „ეს კა-გე-ბეს და სუკ-ის გადმონაშთი, ერთხელ და სამუდამოდ ისტორიას ჩაბარდეს“. „არ შეიძლება ცივილიზებულ სამყაროში ამ უფლებამოსილების მქონე მსგავსი სტრუქტურის არსებობა. ერთადერთი გამოსავალი სუს-ის ლიკვიდაციაა“, - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ ანგარიში წარადგინა. სუს-ის უფროსის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიული კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენდნენ.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)