|
2026-02-05 12:32:02, 936 ნახვა
პოლიტიკა
შვედი პარლამენტის წევრი „ოცნებაზე“: ისინი სრულ სისულელესა და ტყუილს ლაპარაკობენ
რიკსდაგის წევრმა გუსტავ გოტბერგმა შვედეთის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის, ირაკლი კირცხალიას განცხადებას შოკისმომგვრელი უწოდა. ქართველმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ შვედეთში დისკრიმინაციული დანაშაულების რაოდენობა გაიზარდა. TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში გოტბერგმა „ქართული ოცნების“ წევრები ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა. „შეხედეთ პარლამენტის წევრების კომენტარებს; ისინი სრულ სისულელეს, ტყუილსა და სიცრუეს ლაპარაკობენ. დიახ, შვედეთს დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ბოლო თვე რამდენიმე წლის განმავლობაში პირველი იყო ქვეყანაში მკვლელობების ან ფატალური ინციდენტების გარეშე, რადგან მთავრობა რეფორმებს ახორციელებს და ჩვენ დანაშაულს ვებრძვით. ასე ვმუშაობთ დემოკრატიულ ქვეყნებში. პროტესტების დროს ჩვენ არ ვიყენებთ ქიმიურ იარაღს ქუჩებში ოპონენტების წინააღმდეგ, როგორც ამას ახლა საქართველოში ვხედავთ. ეს არის მთავარი განსხვავება. ეს არის კრემლის ტაქტიკა - ყურადღების გადატანა ძირითადი პრობლემებიდან ნაკლებად მნიშვნელოვანზე“, - განაცხადა გუსტავ გოტბერგმა. შეგახსენებთ, რომ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის გააქტიურებაზე საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, ყურადღება შვედეთზე გაამახვილა. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო დროს შვედეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. საგანგაშოა, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაიზარდა ორგანიზებული დანაშაულის რისკი და შვედეთში დანაშაულის საერთო მაჩვენებელი გაიზარდა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო წლებში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები სტაბილურად იზრდება. საგანგაშოა თქვენს ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა სირთულეების წინაშე დგას მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნისა და საყოფაცხოვრებო ვალების გამო. ასევე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ, სამწუხაროდ, მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურების მისაღებად დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ლოდინი. თქვენგან განსხვავებით, ჩვენი შეშფოთება ფაქტებს, სტატისტიკასა და ობიექტურ რეალობას ეფუძნება“, - განაცხადა კირცხალიამ.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)