|
2016-03-29 14:22:57, 698 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთში ქართული ღვინის სახლი „თამადა“ გაიხსნა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში ქართული ღვინის პავილიონი „თამადა“ გაიხსნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საზეიმო ცერემონიას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი და ჩინეთის “ჰუალინგ კორპორაციის“ პირველი მდივანი (Guo Xiang Yang) ესწრებოდნენ. უწყების ცნობით, მისასალმებელ სიტყვაში გიორგი სამანიშვილმა საქართველოდან ჩინეთში ბოლო წლებში გაზრდილ ექსპორტზე გაამახვილა ყურადღება. „ქართული ღვინისთვის ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, სადაც ქართული ღვინის გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება. 2015 წელს ექსპორტმა 2,6 მლნ ბოთლს მიაღწია, რაც 122% პროცენტით არის გაზრდილი 2014 წელთან შედარებით. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ექსპორტის ზრდასთან ერთად, ქართული ღვინის ხარისხიც შევინარჩუნოთ. მადლობა იმპორტიორ კომპანიას, რომელიც გაყიდვასთან ერთად, ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციასაც ეწევა“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. პავილიონი „თამადა“ სინძიანის პროვინციაში ქართული ღვინის ერთ-ერთმა მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიამ „Xinjiang Beifaing Jianda Trade Co., LTD“ გახსნა. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პავილიონს ქართული ღვინის საპრომოციო მასალა გადასცა. პავილიონში დიდი მოცულობის ქვევრი, ღვინის თემატიკის არტეფაქტებისა და ნიკო ფიროსმანის ნახატების ასლებია განთავსებული. ქართული ღვინის პავილიონი ემსახურება არამარტო ღვინის წარდგენას, არამედ ქართული კულტურისა და ადათ-წესების გაცნობას სინძიანის პროვინციის მოსახლეობისათვის. სტუმრებს, ჩურჩხელის ამოვლებისა და ხინკლის მოხვევასთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქართულ კულტურასა და ფოლკლორს. ქალაქ ურუმჩიში, „Xinjiang Beifaing Jianda Trade Co., LTD“-ის მიერ, გახსნილია 4 ქართული ღვინის სალონი, 2 ქართული ღვინისა და კულინარიის ობიექტი. ასევე, სინძიანის პროვინციის ქალაქ ინინსა და ხორგოსში აღნიშნული კომპანიისა და მისი დისტრიბუტორების ინიციატივით, 3 ქართული ღვინის მაღაზია-სალონია გახსნილი - ჯამში 9 საუკეთესო ხარისხის ობიექტი, სადაც სტუმრები ქართულ ღვინოსთან ერთად საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს ეცნობიან.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)