06:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 12:21:28, 578 ნახვა

საზოგადოება
29 მარტს "საქართველო თამბაქოს გარეშე" აღინიშნება

საქართველოში ყოველწლიურად 29 მარტს აღინიშნება დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე". მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობისა და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

"თამბაქოს მავნე ზემოქმედებით მსოფლიოში ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი იღუპება - 1 ადამიანი ყოველ 6 წამში. თუ მთავრობების მიერ სათანადო ნაბიჯები არ იქნა გადადგმული, 2030 წლისათვის ეს რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს. საქართველოში, ზრდასრული მოსახლეობის 30% მწეველია; ეწევა მამაკაცთა 55% და ქალთა 5%. თამბაქოს მოხმარების მზარდი ტენდენცია განსაკუთრებით აღინიშნება მოზარდებში, რაც საგანგაშოა და გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს.

2013 წლიდან თამბაქოს კონტროლის საკითხი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. შექმნილია თამბაქოს კონტროლის ინტერსექტორული სახელმწიფო კომისია საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით.

კომისიის მიერ შემუშავებულია თამბაქოს კონტოლის ეროვნული სტრატეგია და 5 წლიანი სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს მავნებლობისშესახებ", - აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ცენტრის წარმომადგენლები თამბაქოს მოხმარების საფრთხის შესახებ ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრებენ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გასულ წელს ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში აჭარის სკოლებში ჩაატარა 300–ზე მეტი შეხვედრა 8000–ზე მეტი მოსწავლისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა  ინფორმაციის მიწოდებას მოზარდებისთვის თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობის შესახებ; მოზარდთა დარწმუნებას, რომ ყოველთვის არსებობს მავნე ჩვევაზე უარის თქმის იმაზე უკეთესი მიზეზი, ვიდრე დაწყებისა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics