06:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 11:11:03, 472 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოში იმყოფება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ვიზიტის ფარგლებში, დოჰაში  თავის კოლეგას, კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს მინისტრს, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰის და მინისტრის მოადგილეს, ჰამად ალ ხალიფას კატარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის, ინვესტიციების განხორციელების, ასევე, საქართველოდან ცხვრის, მინერალური და უალკოჰოლო სასმელების, მშრალი ხილის, თაფლის ექსპორტის საკითხებზე ისაუბრეს.  

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ შეთანხმებას - ურთიერთგაგების მემორანდუმს სოფლის მეურნეობის სფეროში ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობებს შორის და ურთიერთგაგების მემორანდუმს ვეტერინარული ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს სამინისტროს შორის.

როგორც შეხვედრაზე მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა აღნიშნა, საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო ურთიერთობის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. კატარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტიორი ქვეყანაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბიოპროდუქტების, ასევე ბოსტნეულის, მინერალური და მტკნარი წყლების, მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტს ენიჭება.

„ორ ქვეყანას შორის დღეს გაფორმებული მემორანდუმი თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. მემორანდუმი საქართველოს მხარეს საშუალებას აძლევს სავაჭრო ურთიერთობები აწარმოოს არა მარტო კატართან, არამედ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან“, - განაცხადა შეხვედრაზე მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა.

ოთარ დანელიას განცხადებით, ძალიან საინტერესო იყო კატარელ კოლეგასთან შეხვედრა, რადგან  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე გაკეთდა აქცენტი.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, რომლის მაჩვენებელიც დღეისათვის სახარბიელო არ არის, მაშინ როცა, პოტენციალი არსებობს. გარდა ამისა, არსებობს შესაძლებლობა ინვესტიციების მოზიდვისა და აგრარულ სექტორში ერთობლივი საწარმოების აშენებისა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

დოჰაში, კატარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ  შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კატარის სახელმწიფოში ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე ესწრებოდნენ.

  

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics