|
2026-01-13 13:58:53, 602 ნახვა
პოლიტიკა
გაზპრომი: 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ
რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით გაზარდეს. კომპანია მონაცემებს Telegram-ზე აქვეყნებს და წერს, რომ გაზპრომმა რუსული გაზის მიწოდება ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში 22.2%-ით გაზარდა. კომპანია აღნიშნავს, რომ "განაგრძობს ახლო საზღვარგარეთში გაზის საიმედო მიწოდებას". ამასთან, მოკლე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს გაზპრომმა ისტორიაში პირველად ჩინეთს უფრო მეტი გაზი მიაწოდა, ვიდრე ევროპას. წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2025 წელს გაზპრომმა ჩინეთს 38.8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 24.8%-ით მეტია. შედეგად, გაზპრომი წერს, რომ კომპანიამ ჩინეთში ექსპორტირებული მილსადენური გაზის მოცულობით ევროპული შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში (თურქეთის ჩათვლით) მიწოდებულ საერთო რაოდენობას გადააჭარმა. რუსული ენერგოკომპანია გაზპრომი საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება - ის სანქცირებულია როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)