01:07 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 15:57:42, 335 ნახვა

პოლიტიკა
გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები საქართველოში გატარებულ რეფორმებს ეცნობიან

საქართველოს  გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან კოსტა რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები გაერო-სთან.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული ვითარების, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა.

ვიზიტის ფარგლებში, მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოინახულებენ იუსტიციის სახლს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. ელჩები ეწვევიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისს, ასევე  მოინახულებენ წეროვანის დევნილთა დასახლებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს. გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან ქ. ბათუმს, სადაც შეხვედრებს გამართავენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან.

ელჩებმა  დღეს პირველი შეხვედრა საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროში გამართეს  . დიპლომატები მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა მიიღო.

შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. უცხოელ დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ. მუდმივი წარმომადგენლების ინტერესის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოხატა რეფორმების გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics