00:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-09 11:45:21, 464 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი: ირანის მთავრობას ვაცნობე, თუ მკვლელობას დაიწყებენ, ძალიან ძლიერად დავარტყამთ

ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მთავრობა გააფრთხილა, რომ თუ ისინი დემონსტრანტების მკვლელობას დაიწყებენ, აშშ მათ "ძალიან ძლიერად დაარტყამს".

ამასთან, მან თქვა, რომ აშშ ძალიან ყურადღებით აკვირდება ვითარებას.

"მათ ვაცნობე, რომ თუ ისინი ადამიანების მკვლელობას დაიწყებენ, რასაც ისინი ძირითადად არეულობების დროს აკეთებენ, თუ ამას გააკეთებენ, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. მათ იციან და ძალიან მკაცრად უთხრეს, კიდევ უფრო მკაცრად, ვიდრე ახლა გეუბნებით, რომ თუ ამას გააკეთებენ, ჯოჯოხეთური ფასის გადახდა მოუწევთ", - თქვა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, მან ისაუბრა ირანელ ხალხზეც და მათ მიმართა სიტყვებით, რომ ისინი თავისუფლებას მტკიცედ უნდა გრძნობდნენ.

"თავისუფლებისადმი მტკიცე დამოკიდებულება უნდა გქონდეთ. თავისუფლების მსგავსი არაფერია. თქვენ მამაცი ხალხი ხართ. სამწუხაროა, რაც თქვენს ქვეყანას დაემართა. თქვენი ქვეყანა [ირანი] წარსულში დიდებული ქვეყანა იყო", - თქვა დონალდ ტრამპმა.

ირანში საპროტესტო აქციების მე-12 დღეს ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა.  

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალების მხრიდან აქციების ძალადობრივი დარბევების პარალელურად, რეჟიმმა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გამორთო.

ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე დაიწყო. მოგვიანებით გამოსვლები გადაიქცა მოძრაობად, რომელიც უკვე ქვეყნის მმართველი ისლამური ხელისუფლების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics