01:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-08 15:53:46, 546 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაძე - ყველა აქციაზე ვიყავი და ვიქნები, რადგან არ მინდა, ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებები აშხაბადში, პუტინთან მიიღებოდეს

ქვეყანაში თურმე ამხელა გადატრიალება მზადდებოდა და სათავეში ედგა მსოფლიო ბანი, ყოფილი გენერალური პროკურორი და წესიერი ადამიანიები, რომლებსაც მცირე გადაცდომაც კი არ ჰქონიათ. პროპაგანდა ეშლებათ, მომხრეების დაჯერებაც კი ძნელია, რომ ფულის, იარაღის გარეშე ამხელა დიქტატურული რეჟიმი ემხობოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ 4 ოქტომბერს ღობის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.

ნადირაძის თქმით, ახლა საჭიროა ერთიანობა.

„ვიდეოები ვნახეთ, ორი ეპიზოდი იყო, სადაც ვამბობ, რომ მიუხედვად იმისა, სუს-ი ცდილობს, გეგმა იპოვოს, გეგმა არ არსებობს-მეთქი. ვერცერთი მტკიცებულება ვერ წამოადგინეს. თურმე ამხელა გადატრიალება მზადდებოდა ქვეყანაში და ამას სათავეში ედგა მსოფლიო ბანი, ყოფილი გენერალური პროკურორი და წესიერი ადამიანიები, რომლებსაც მცირე გადაცდომაც არ ჰქონიათ. პროპაგანდა ეშლებათ, მათი მომხრეების დაჯერებაც კი ძნელია, რომ ფულის, იარაღის, ასაფეთქებლების, მოძალადების გარეშე ამხელა დიქტატურული რეჟიმი ემხობოდა. სუს-მა ვერ შეფუთა და ახლა დამატებით რაღაცები შემოაქვთ, რომ ძალადობრივი იყო, ხელისუფლებაში ასე ცდილობდნენ მოსვლასო. ჩემი მოტივი კარგად ავხსენი, ყველა აქციაზე ვიყავი და ვიქნები, რადგან არ მინდა, ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებები აშხაბადში, პუტინთან მიიღებოდეს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი აშხაბადში არ წყდებოდეს. არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ კავშირი იყო ადამიანებთან, რომლებიც აქ გავიცანი, ისინი ტყუილად არიან დაჭერილები. ღობე გადანგრეული იყო, ისიც არ მახსოვს, სპეცრაზმი იდგა თუ არა, იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. როგორც რიგითი ადამიანისთვის, თუნდაც, როგორც თქვენ ამბობთ, ორგანიზატორისთვის, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ეს ადამიანები დაეჭირათ. ქვეყანაში დიქტატურაა დამყარებული, ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ და ვართ რუსეთში. ახლა ერთიანობა გვჭირდება. ორ წელს მომცემენ თუ ცხრას, გავაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. ოთხი შვილის მამა ვარ და არ მინდა, ჩემი შვილები გაიზარდონ რუსეთში. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, ვიდეოები არანაირ დანაშაულს არ ადასტურებს. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, არაფრის შეგეშინდეთ. ბრძოლა ბოლომდე, ცეცხლი ოლიგარქიას!“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics