05:47 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-02 11:37:53, 533 ნახვა

მსოფლიო
შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედიის გამო, 5 დღიანი გლოვა გამოცხადაა

შვეიცარიის პრეზიდენტმა კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მდებარე ერთ-ერთ ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.

შვეიცარიის სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, 1 იანვრის ღამეს, ბარ „Le Constellation“-ში აფეთქება მოხდა. პოლიციის ცნობით, „ათობით ადამიანი“ დაიღუპა და „დაახლოებით 100 დაშავდა, ძირითადად მძიმედ“, იუწყება „როიტერი“. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ არ გამოქვეყნებულა. სახელმწიფო უშიშროების მრჩეველმა სტეფან განსერმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბევრი მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის პოლიციის წინასწარი მონაცემების საფუძველზე განაცხადა, რომ შესაძლოა 40 ადამიანი დაიღუპა. სამინისტრომ განმარტა, რომ ცხედრების უმეტესობა უცნობია მძიმე დამწვრობის გამო. მედიის ცნობით, ბარში ღონისძიების სტუმრების სია არ არსებობდა. ჰოსპიტალიზებული პირებიდან სულ მცირე ორი საფრანგეთის მოქალაქეა. შვეიცარიაში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ კრანს-მონტანაში რუსი დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 1:30 საათზე მოხდა. ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. პოლიციამ ტერიტორია ალყაში მოაქცია, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კურორტზე ფრენის აკრძალვის ზონა დააწესა. „ამ ეტაპზე, ჩვენ ინციდენტს ხანძრად განვიხილავთ და არ გვჯერა, რომ ეს თავდასხმა იყო“, - განაცხადა ვალეს კანტონის გენერალურმა პროკურორმა ბეატრის პილუმ. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ მიზეზი შესაძლოა ფეიერვერკი ყოფილიყო. „როგორც ჩანს, ეს უბედური შემთხვევა იყო, რომელიც გამოწვეული იყო... ახალი წლის აღნიშვნის დროს ნასროლი რაღაც ფეიერვერკით“, - თქვა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics