00:18 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 18:16:14, 589 ნახვა

საზოგადოება
ნუგზარ ტატალაშვილმა თბილისის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრაში, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლი ოდბაიარ განბაატარი იპონით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ტატალაშვილმა თბილისის ტურნირზე 5 შეხვედრა გამართა, აქედან 4 ჯერ იპონით მოიგო. ტატალაშვილმა კვიპროსელ ანდრეას კრასას, უზბეკ მირალი შარიპოვს, ბრაზილიელ მარსელო კონტინისა და ბერძენ გეორგიოს აზოიდისს აჯობა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქრო და 3 ბრინჯაოა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics