|
2025-12-11 13:45:50, 13905 ნახვა
სამართალი
შუახევის პოლიციის უფროსი გამორჩენის მიზნით, მოქალაქეებს აშანტაჟებდა და სარგებელს იღებდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსმა 4 პირს მისი კერძო საკუთრებიდან, დიდი ოდენობით ხის მასალის ქურდობა დააბრალა. მან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, აღნიშნულ პირებს მოსთხოვა აენაზღაურებინათ ზიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით დაემუქრა. აღნიშნულმა პირებმა მუქარა რეალურად აღიქვეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ ქურდობაში ბრალი არ მიუძღვოდათ, იძულებულნი გახდნენ მისთვის დიდი ოდენობით ხის მასალა მიეტანათ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი აჭარის რეგიონში, სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ზე, პირადი სარგებლის მიღების მიზნით საკუთარი კოტეჯების ასაშენებლად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა, კერძოდ კი მითითებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სამშენებლო და ხე-ტყის მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის, სისტემატურად იყენებდა სამსახურებრივ ავტომანქანებს, აღნიშნულის განხორციელებას კი, თანამდებობრივი ავტორიტეტის ბოროტად გამოყენებით, ავალებდა დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალა. დამატებითი გარემოებების დადგენისა და სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტების მიზნით საქმეზე გამოძიება გრძელდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)