04:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 19:02:20, 492 ნახვა

საზოგადოება
თბილისის N186 სკოლაში თხზულებების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

თბილისის N186 სკოლაში თხზულებების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. კონკურსის თემა იყო „ქალის როლი საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაში“.

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა კელი დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიიდან 10 გამოჩენილი ქალბატონის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო სტენდები წარმოადგინეს და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის თემაზე სპეციალური ვიდეოჩვენება გამართეს.

დაჯილდოების დასასრულს ანა დოლიძემ მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხა.

ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics