|
2016-03-25 14:35:38, 504 ნახვა
პოლიტიკა
ბენეფიციარს მხოლოდ ერთი წლის მანძილზე ექნება უფლება, ხე-ტყის რესურსი მიღებული ნებართვის შესაბამისად მიიღოს
"საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის(სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის დადგენილებაში ცვლილება შედის. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილების შესაბამისად, ბენეფიციარს მხოლოდ ერთი წლის მანძილზე ექნება უფლება, ხე-ტყის რესურსი მისთვის მიცემული ნებართვის შესაბამისად მიიღოს. აგულაშვილის განმარტებით, თუ პირმა 1 წლის განმავლობაში გარკვეული მიზეზების გამო, რესურსის მოპოვება ვერ მოახერხა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის ნებართვის მისაღებად ხელახლა მიმართვა მოუწევს: „მთავრობის დადგენილების ამ ცვლილების შესაბამისად, მხოლოდ ერთი წლის მანძილზე ექნება ბენეფიციარს უფლება, რომ მიღებული ნებართვის შესაბამისად მიიღოს რესურსი, ხოლო თუ 1 წლის განმავლობაში გარმოებათა გამო, მიზეზთა გამო, ვერ მოახერხა რესურსის მოპოვება, მაშინ ხელახლა მიმართავს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და ეს შექმნის კონტროლის უკეთეს საშუალებას, რომ რესურსი არ მოხვდეს შავ ბაზარზე“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. მინისტრმა მედიას ის მიზეზები განუმარტა, რის გამოც, დადგენილებაში ცვლილების შეტანა გახდა საჭირო. აგულაშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ ტრანსპორტის გადაადგილება უკანონოდ, წინა წლებში გაცემული დოკუმენტების მიხედვით ხდებოდა: „ჩვენ ვცდილობთ, რომ ხე-ტყის მოპოვებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები მოვაწესრიგოთ. ერთ-ერთი საკითხი ეხება ე.წ. სოციალური ჭრების თემას. რას ნიშნავს ეს? მოგეხსენებათ, მოსახლეობას გარკვეულ შემთხვევებში სხვადასხვა მიზეზების გამო, სჭირდება შეშის და ასევე პირველი ხარისხის მერქანი და ამისათვის ისინი მიმართავენ ხოლმე ადგილობრივ მმართველობის ორგანოებს, რომლებიც შემდეგ ადგენენ გარკვეულ სიებს, მონაწერებს გვიგზავნიან ჩვენ და ჩვენ გავცემთ შესაბამის ნებართვებს, ანუ ტყე კაფები გამოიყოფა იმისათვის, რომ ეს ადამიანები მოთხოვნილებით დაკმაყოფილდნენ. მაგალითისთვის, სტიქიით დაზარალებულ ადამიანს, თუ ჭირდება ფიცარი, მას ამ ფორმით და ამ მეთოდით მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს რესურსი, გადაამუშაოს და გამოიყენოს თავისი საჭიროებისათვის. ეს არის ალბათ, სავსებით გასაგები და ლოგიკური სქემა, მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ხშირად ასეთი რესურსი ხვდება შავ ბაზარზე, ანუ ის ხდება ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილი და შეიძლება განხილული იყოს ცალკეულ შემთხვევაში როგორც ხერხი, უკანონო მოპოვებისა. იმის გამო, რომ მიმდინარე წელს, გასულ წელს, გამოვავლინეთ ასეთი ძალიან ბევრი ფაქტი, გასულ წელს რამდენიმე თვეში 1000 კუბურ მეტრზე მეტი, მიმდინარე წელსაც 9 დღის მონაცემებით, მარტის თვეში დაახლოებით, 300 კუბურ მეტრზე მეტი იქნა გამოვლენილი უკანონოდ გადაადგილების ფაქტი. თან აღმოჩნდა, რომ წინა წლებში გაცემული დოკუმენტების მიხედვით ხდებოდა გადაადგილება ტრანსპორტის.2011,2012, 2013, 2014 წლებში მიღებული დოკუმენტების მიხედვით“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)