00:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 10:44:40, 644 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო “ლეიბორისტული” პარტიის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება.

„ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას 24 მარტს გაკეთებულ განცხადებას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს" საქმიანობასთან დაკავშირებით და საზოგადოების სწორად ინფორმირებისათვის, მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს შემდეგი:

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიზნით, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს"  გამოეყო 2.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხი.

ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტავს, რომ  ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის რეგულაციების შესაბამისად, სესხის განაცხადის წარდგენა ხდება ბანკის წევრისახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სახელით, ხოლო სასესხო ხელშეკრულება გაფორმდება უშუალოდ ევროპის საბჭოს განვითარების ბანკსა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს"შორის.

მნიშვნელოვანია, რომ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს" სესხის ფარგლებში განსაზღვრული აქვს მიკრო და მცირე საწარმოების დაფინანსება საქართველოს სოფლებსა  და ქალაქებში. „კრედოს" ძირითადისეგმენტი არის სწორედ სოფლის მოსახლეობა, რომელიც ჩართულია სოფლის მეურნეობაში.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აღნიშნავს, ქვეყნისთვის პრიორიტეტულია კერძო სექტორის დაფინანსება, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის აქტიური ჩართვა კერძოსექტორში და სხვადასხვა მიმართულების პროექტების დაფინანსება, რაც ასევე, ხელს შეუწყობს დამატებითიკერძო ინვესტიციების მოზიდვას.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კვლავ გაგრძელდეს და გაფართოვდეს კერძო სექტორის დაფინანსებასხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ და ასევე გაიზარდოს  ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის კერძოსექტორში პარტნიორების რაოდენობა, რაც  მნიშვნელოვან წილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში," -აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულგანცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics