|
2016-03-24 20:17:23, 501 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, თედო ჯაფარიძესთან ერთად, ვიზიტით ქუვეითის სახელმწიფოში იმყოფება, სადაც შეხვედრა ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, მარზუკ ალი ალ გჰანიმთან გამართა. ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მიესალმა დავით უსუფაშვილის ვიზიტს მის ქვეყანაში და აღნიშნა, რომ ქუვეითის სახელმწიფოსთვის საქართველოსთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. მარზუკ ალი ალ გჰანიმმა და დავით უსუფაშვილმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების დინამიკა პოზიტიურად შეაფასეს, რასაც მათივე თქმით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტიც ადასტურებს. დავით უსუფაშვილმა ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს მასპინძლობისა და მისი ქვეყნის მხრიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე შეფასებით, ცალსახაა, რომ საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს ურთიერთობის გავითარების დიდი პოტენციალი გააჩნიათ. მხარეებმა საპარლამენტო საქმიანობასა და ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, საპარლამენტთაშორისო კავშირების გასაღრმავებლად, აუცილებელია, ერთმანეთთან აქტიურად იმუშაონ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებმა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში საპარლამენტთაშორისო კავშირების მნიშვნელობაც აღნიშნეს. დავით უსუფაშვილმა საქართველოს პარლამენტთან ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება. შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაა. მხარეების განცხადებით, ორივე ქვეყანა სტაბილურობისა და მშვიდობისკენ ისწრაფვის, რაც განვითარების საწინდარია. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალიც და აღნიშნეს, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალით დაინტერესებას ადასტურებს ქუვეითის სახელმწიფოდან ჩამოსული ტურისტების მზარდი დინამიკაც. ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესახებაც, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის როლსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა, მიმზიდველი ბიზნეს გარემოთი და საგადასახადო სისტემით, დღითიდღე მეტი ინვესტორის ყურადღებას იპყრობს. დავით უსუფაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანთან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)