00:34 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-23 23:52:37, 1187 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ორმა სამხედრო თვითმფრინავმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვია

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას თქმით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ლიეტუვის საჰაერო სივრცეში 2 რუსული სამხედრო თვითმფრინავი 18 წამის განმავლობაში დაფრინავდა.

ლიეტუვა აცხადებს, რომ რუსული Су-30-ის ტიპის გამანადგურებელი და Ил-78-ის ტიპის საწვავის შესავსები ტანკერი, შესაძლოა, საწვავის შევსების საწვრთნელ მისიაზე იყვნენ, რა დროსაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში კალინინგრადის ოლქიდან დაახლოებით 700 მეტრით შეიჭრნენ და ტერიტორია 18 წამში დატოვეს.

გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ ეს საერთაშორისო სამართლისა და ლიეტუვის ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა.

"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის საჰაერო თავდაცვის მზაობის გაძლიერების მნიშვნელობას. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს დაიბარებს ამ უგუნური და სახიფათო საქციელისთვის პროტესტის გამოსახატად", - განაცხადა მან.

ამის საპასუხოდ, NATO-ს ბალტიის საჰაერო საპატრულოდან  ორი ესპანური საბრძოლო თვითმფრინავი აფრინდა, რომლებიც ახლაც საჰაერო პატრულირებას ახორციელებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics