|
2025-10-18 13:58:56, 800 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიყიდვაზე უარი თქვა - Axios
თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნათლად განუცხადა, რომ მას არ აქვს განზრახული უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰაკვის“ რაკეტების მიყიდვა და არანაირი ვალდებულება არ აიღო იარაღის მიწოდებაზე, იტყობინება Axios შეხვედრის შესახებ ინფორმირებული წყაროების მოტივით. გამოცემის ცნობით, ზელენსკი ვაშინგტონიდან სამხედრო მომარაგების შესახებ კონკრეტული შეთანხმებებით დაბრუნებას ელოდა, თუმცა ტრამპმა მკაცრი პოზიცია დაიკავა. წყაროების ცნობით, საუბარი დაძაბულ ატმოსფეროში გაიმართა. Axios-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი დაჟინებით ცდილობდა „ტომაჰაკვის“ გადაცემაზე შეთანხმების მიღწევას, თუმცა ტრამპმა „წინააღმდეგობა გაუწია და მოქნილობა არ გამოავლინა“. „მან ნათლად განაცხადა, რომ დიპლომატია მისი პრიორიტეტი იყო და რომ რაკეტების გაყიდვამ შეიძლება ეს შეარყიოს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ. თუმცა, Axios-ის თანამოსაუბრეებმა შეხვედრა „რთულ“ და „ცუდ“ უწოდეს. „არავინ ყვიროდა, მაგრამ ტრამპი მკაცრი იყო“, - დასძინა ერთ-ერთმა წყარომ. მეორემ დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე მკაცრი განცხადება გააკეთა და საუბარი ზოგჯერ „საკმაოდ ემოციური“ გახდა. გამოცემის ცნობით, შეხვედრა დაახლოებით ორნახევარი საათი გაგრძელდა და „მოულოდნელად“ დასრულდა. „ვფიქრობ, დავასრულეთ. ვნახოთ, რა მოხდება მომავალ კვირას“, - განაცხადა ტრამპმა გამოსამშვიდობებლად, აშშ-სა და რუსეთს შორის მომავალ მოლაპარაკებებზე საუბრისას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონის დიპლომატიური შეთანხმების ამჟამინდელი წინადადება ომის დასრულებას „გაყინული ფრონტის ხაზებით“ ითვალისწინებს. Axios-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ ზელენსკის ვიზიტის მიზანი აშშ-ის ადმინისტრაციისგან არა მხოლოდ „ტომაჰავკებთან“, არამედ უკრაინის მიერ მოთხოვნილ სხვა შეიარაღებულ სისტემებთან დაკავშირებით ვალდებულებების აღება იყო. თუმცა, ტრამპმა ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი დაპირება არ მისცა. CNN-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უარი თქვა „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის გადაცემაზე, რადგან „მიიჩნია, რომ უკრაინა კონფლიქტის ესკალაციას და გახანგრძლივებას ცდილობდა“. მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ზელენსკიმ დაადასტურა, რომ „ტომაჰავკის“ თემა წამოიჭრა, მაგრამ, პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ეს საჯაროდ არ განეხილათ „ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“. მოგვიანებით, NBC News-ის გადაცემა „შეხვდით პრესას“-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის ამერიკული ფრთოსანი რაკეტების შესაძლო მიწოდების ეშინია. „ვფიქრობ, პუტინს ეშინია, რომ შეერთებული შტატები „ტომაჰავკებს“ მოგვაწვდის. და ვფიქრობ, მას გულწრფელად ეშინია, რომ ჩვენ მათ გამოვიყენებთ“, - თქვა ზელენსკიმ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა დისკუსიის დროს არ თქვა „დიახ“, მან არც „არა“ თქვა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)