|
2016-03-24 14:09:42, 620 ნახვა
საზოგადოება
კრწანისში ხანძრის შედეგად დაზიანებული სამი ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
კრწანისის რაიონში ხანძრის შედეგად დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სამი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. ერეკლე II-ს ქ. N21-სა და კოტე აფხაზის ქ. N32-ში შეკეთდა სახურავის დამწვარი ფრაგმენტები, აბესაძის ქ. N20-ში კი – შემინული აივანი და სადარბაზოს შესასვლელი ხის ორი კარი. სამივე სახლი მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწვა. შესრულებულ სამუშაოს ადგილზე გაეცნო კრწანისის გამგებელი. გიორგი კოპალეიშვილმა ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის ძირითადი პრინციპების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში“ კრწანისის რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა აღნიშნა, კრწანისის რაიონში სამი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. კრწანისის რაიონში ხანძრის შედეგად დაზიანებული სამი ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდა. ერეკლე მეორის და კოტე აფხაზის ქუჩაზე შეკეთდა დამწვარი სახურავის ფრაგმენტები. აბესაძის ქუჩაზე ისტორიული აივნის და ხის კარების რეაბილიტაცია მოხდა.ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით მივუდექით ამ შენობების რეაბილიტაციას, ვინაიდან სამივე სახლი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ძეგლია. მოძიებულ იქნა საარქივო მასალა და სამუშაო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან შეთანხმებული პროექტების მიხედვით განხორციელდა“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)