|
2025-10-13 10:01:46, 1111 ნახვა
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი: დაკითხვაზე მიბარებს ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია - როგორც მოწმეს, ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი
ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმის კრიმინალურმა პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც მოწმეს სათქმელი არაფერი აქვს. მისი თქმით, კითხვებს სასამართლოში გასცემს პასუხს. "დაკითხვაზე მიბარებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია. როგორც მოწმეს, ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი - მოწმის ჩვენება ვერ იქნება საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული დასკვნები. სასამართლოში გავცემ კითხვებს პასუხს - დრო და თარიღი ჯერ არ ვიცი. მინდა იცოდეთ, რის თქმას ვაპირებ, რადგანაც უბინძურესი კამპანია ააგორეს სიმულანტმა „რევოლუციონერებმა“, თითქოს მე ვაჭერინებ ბაჩო ახალაიას. მე ვაპირებ იმის თქმას, რაც არაერთხელ მითქვამს: დამხობის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების საქმე არ არსებობს! არსებობს უკიდურესად უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანების აფერა! არანაირი საფუძველი არ გააჩნია სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას - რაც ათობით ადამიანს აქვს წარდგენილი და თავისუფლება აღკვეთილი. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საკითხს, კონკრეტულად ამ აფერაში მის ჩართულობას და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას ნაცმოძრაობაში - ნებისმიერი საქმეში ჩახედული, გონიერი ადამიანი იგივე დასკვნას გამოიტანდა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან - უპირველესად, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის და თინა ბოკუჩავას განცხადებებიდან და ამ განცხადებების კომენტარებიდან. როგორც მოწმეს, სათქმელი არაფერი მაქვს. როგორც პოლიტკოსი, აუცილებლად მივიჩნევ ამ ტოტალური უპასუხისმგებლობის მხილებას, რადგან ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოა, რომ მსგავსი ავანტიურები მომავალში მაინც ავირიდოთ თავიდან, რათა ივანიშვილის რეჟიმი რეალურად (და არა ილუზორულად) მოვაშოროთ ჩვენს ქვეყანას".- წერს ჩერგოლეიშვილი facebook-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)