15:54 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-10 16:14:02, 1470 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი გრძელიშვილი - საქართველო ამაღლობელისნაირ გმირებს არ იცნობს

საქართველოს ჰყავს დიპ სტეიტის პირველი გმირი, რომელიც პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

პარტია "ქართული ოცნების ერთ-ერთი მტავარი პროპაგანდისტი აცხადებს, რომ საქართველოს ისტორია და საზოგადოება მზიას მსგავს გმირებს არ იცნობს.

„ჩვენი ქვეყანა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია აღსავსეა ქართველი გმირების საქმეებით, რომლებმაც დღევანდლ დღემდე მოგვიტანეს სამშობლო. ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე, შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, ერეკლე მეფე... ასეთ გმირებს ვიცნობთ ჩვენ, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყნის იდენტობა. პარალელურად საქართველოს ჰყავს დიპ სტეიტის პირველი გმირი, რომელიც პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელია“,- განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გრძელიშვილი მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" დროს მაშინდელ სახელისუფლო პირველ არხზე მუშაობდა, იგი იყო დილის გადაცემის წამყვანი და მასინდელი ხელისუფლების მოტრფიალე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics