23:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 09:31:33, 518 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ქედის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს შეხვდნენ

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლევან გორგილაძემ და ზურაბ თენიეშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროს თემურ ქარცივაძესთან და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად ამავე მუნიციპალიტეტის სოფლის 11 ექიმთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის პუნქტებში არსებული ვითარება განიხილეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის ექიმებმა ავტომობილების გადაცემასთან დაკავშირებით, კმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვეს.

შეხვედრაზე მიმოიხილეს სამინისტროსა და გამგეობის მიერ განხორციელებული პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობის პროგრამები, ისაუბრეს დასაქმებული მედიკოსების საქმიანობის ჯეროვანი განხორციელების საკითხთან დაკავშირებით, არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე და ა.შ.

მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 9 ამბულატორია და 39 თემის სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს.

მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე სოფლის ექიმებს მათი მუშაობით მოსახლეობის კმაყოფილების მნიშვნელობაზე ესაუბრა ,,ჩვენთვის მთავარი მოქალაქეების კმაყოფილებაა და თქვენი ავტორიტეტი საზოგადოებაში. მთის კანონით სექტემბრიდან კიდევ უფრო გაუმჯობესდება სოფლის ექიმის პირობები. აჭარა ერთადერთი რეგიონია, რომელმაც თემის სამედიცინო პუნქტების პროგრამა შეინარჩუნა".

შეხვედრას გამგებელი დავით დუმბაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, საკრებულოს დეპუტატი ნოდარ ძნელაძე და გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ესწრებოდნენ.

თემურ ქარცივაძე სოფლის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებულ მედდების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ექთნის მიმართ საფუძვლიანი პრეტენზიების შემთხვევაში სააგენტო აუცილებლად მიიღებს ზომებს.

დავით დუმბაძემ შეხვედრის დასარულს აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა მონიტორინგის ჯგუფს აუცილებლად გააძლიერებს. გარდა ამისა, სამსახურმა უკვე აღწერა პუნქტებში არსებული მდგომარეობა და მათი კოსმეტიკური რემონტისთვის თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics