16:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-04 09:50:21, 1015 ნახვა

პოლიტიკა
ენმ: იგორ ნარმანიაზე თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო

ნაციონალური მოძრაობა მეტეხის ხიდთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადებას ეხმაურება. პარტიაში ამბობენ, რომ მათ წევრზე, იგორ ნარმანიაზე თავდასხმა წინასწარ იყო ორგანიზებული.

"შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება მიანიშნებს, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ორმხრივ, ყოფით ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას, მაშინ როდესაც იგორ ნარმანიას რამდენიმე პირი მიზანმიმართულად და დემონსტრაციულად დაესხა თავს. აღნიშნული თავდასხმა არ იყო სპონტანური ხასიათის, არამედ იყო წინასწარ ორგანიზებული და მიზნად ისახვდა ერთი მხრივ, ახალგაზრდებში და მშობლებში ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით შიშის დანერგვას და მეორე მხრივ, იგორის ხვალინდელი პროცესებიდან განეიტრალებას.

შსს-ს გაკეთებული განცხადებები არის ფაქტების უხეში დამახინჯება საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით, რათა არ გამოავლინონ დეფაქტო ხელისუფლების მიერვე ორგანიზებული ძალადობის ავტორები და ჩვეული დეზინფორმაციით, ორმხრივ დაპირისპირებად წარმოაჩინონ იგორ ნარმანიაზე თავდასხმის ფაქტი.

როგორც ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც პროტესტში პირველივე დღიდან აქტიურადაა ჩართული, იგორ ნარმანია ხელმძღვანელობს გამორჩეულად მებრძოლი და პატრიოტი ახალგაზრდების მოძრაობას და ამდენად, განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს რეჟიმისთვის". - წერს ნაციონალური მოძრაობა.

შსს-ს ცნობით,  მეტეხის ხიდთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

"სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე კონფლიქტი წარმოიქმნა. ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზიანებები მიიღეს კონფლიქტში ჩართულმა პირებმა - როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ასევე ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებმა:. - წერია შსს-ს განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics