|
2025-10-02 20:15:25, 1113 ნახვა
პოლიტიკა
PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. "ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოხატავს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება მის შეშფოთებასა და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ სისტემატურად უგულებელყოფს, რაც ფართოდ არის გაზიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად დემოკრატიის არსებობა საქართველოში" - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. რეზოლუციის პროექტში ასევე წერია, რომ "ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების მზარდ იზოლაციონისტურ პოლიტიკას და მტრულ დამოკიდებულებას ევროპულ ორგანიზაციებსა და მათ წევრ ქვეყნებთან". მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აგრეთვე "გმობს იმ ფაქტს, რომ მისი მოწოდება დაუყოვნებლივი ინკლუზიური პროცესის დაწყების შესახებ, რათა ჩამოყალიბებულიყო საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობდა ახალ, ჭეშმარიტად დემოკრატიულ არჩევნებს, არ შესრულდა". "ასამბლეა შეშფოთებულია იმით, რომ საჯარო მოხელეთა მიმართ მუქარა და შურისძიება, მათ შორის მასობრივი გათავისუფლებები, კვლავ გრძელდება. ეს საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის არსებობას საფრთხის ქვეშ აყენებს" - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. ასამბლეა მხარდაჭერას უცხადებს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და გმობს მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების სამართლებრივ დევნას.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)