16:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-01 15:52:09, 825 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძეს სჯერა, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება, რეალისტური და მიღწევადია

ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჩვენი გზა სტაბილური და შეუქცევადი რჩება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ყოველთვის პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო.

„ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას. გვჯერა, რომ ჩვენი მიზანი, 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება, რეალისტური და მიღწევადია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამისკენ ვისწრაფვით, არამედ იმიტომ, რომ ვაკეთებთ იმას, რაც ამას იმსახურებს. ჩვენ რეფორმებს მოთმინებითა და მონდომებით ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლებში საქართველოს მიმართ მიდგომა უფრო სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გახდება, რაც ასახავს როგორც ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, ასევე მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს.

ჩვენი საგარეო პოლიტიკა ხელმძღვანელობს როგორც ურყევი პრინციპებით, ასევე პრაგმატული მოსაზრებებით. ქართველი ხალხი სრულად აცნობიერებს ომის დიდ ფასს. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება და ურყევად ერთგულნი ვრჩებით მშვიდობიანი მოგვარებისკენ, სრულად ვაღიარებთ, რომ მშვიდობა წინსვლის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, საქართველოს გზა ევროპული, მშვიდობიანი და პრინციპულია.

„ვაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს და საკუთარი  წვლილი შეგვაქვს პროცესში. ურყევად ვრჩებით რეფორმირების რეჟიმში,  ჩვენი ვალდებულებების მიმართ ერთგულნი და ორიენტირებულნი დასახული შედეგების მიღწევაზე. ჩვენი დემოკრატიის გაღრმავებისა და სტრატეგიული როლის გაფართოების კვალდაკვალ, ველოდებით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს ისეთ ქვეყნად აღიქვამენ, რომელიც ევროპის მომავლის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს", - განაცხადა "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics