18:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-01 11:04:59, 749 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე - ივანიშვილის „მიმართვა“ სხვა არაფერია, თუ არა 4 ოქტომბრის შიშის აღიარება

ივანიშვილის მიერ გავრცელებული „მიმართვა“ სხვა არაფერია, თუ არა 4 ოქტომბრის შიშის პირდაპირი აღიარება - ის, რომ თავად ივანიშვილმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერზე საჯაროდ დაწეროს, ნიშნავს, რომ მას ნამდვილად აშინებს ქართველთა ერთიანობის ძალა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის განცხადებით, „როდესაც რეჟიმი პრევენციულ თავის მართლებას იწყებს, ეს ამტკიცებს შიშს და იმას, რომ მისი რწმენა შეირყა“.

„ივანიშვილის მიერ გავრცელებული „მიმართვა“ სხვა არაფერია, თუ არა 4 ოქტომბრის შიშის პირდაპირი აღიარება.

მის ტექსტში მთავარია არა იაფფასიანი შათირიშვილისტური ბოდვა გამოგონილ მტრებზე, არამედ ის ფაქტი, რომ თავად ივანიშვილმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერზე საჯაროდ დაწეროს. ეს ნიშნავს, რომ მას ნამდვილად აშინებს ქართველთა ერთიანობის ძალა.

მსოფლიო პოლიტიკის ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, როდესაც რეჟიმი პრევენციულ თავის მართლებას იწყებს, ეს ამტკიცებს შიშს და იმას, რომ მისი რწმენა შეირყა.

მაგრამ ეს შიში მხოლოდ მათი სისუსტის გამოხატულება კი არაა, ეს არის ჩვენი, ქართველთა ერთიანობის ძალის მტკიცებულება! ივანიშვილი გრძნობს, რომ სწორედ ხალხის ერთიანობა აქცევს 4 ოქტომბერს გარდამტეხ დღედ.

ეს დღე იქნება არა მხოლოდ პროტესტის, არამედ საქართველოს მომავლის არჩევანის დადასტურების დღე, რომ თავისუფლება არის ჩვენი არჩევანი და მას ვერავინ დაბლოკავს და მიიტაცებს.

4 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთხმად იტყვის მთავარ სიტყვას: უზურპატორი უნდა წავიდეს! უზურპატორი უნდა დაემხოს! 4 ოქტომბერი ქართველთა გამარჯვების დღეა! ირწმუნე, მოდი, გაიმარჯვე!“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics