23:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 16:44:58, 512 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მუნიციპალიტეტებში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია დაასრულა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

პროგრამები მინისტრებმა ნუგზარ სურმანიძემ და გიორგი თავამაიშვილმა წარადგინეს. შეხვედრაზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე პროგრამებზე დეტალურად მინისტრის მოადგილემ ზურაბ თენიეშვილმა ისაუბრა.

პრეზენტაციას სოფლის ექიმები, თემის სამედიცინო პუნქტის მედდები, რწმუნებულები პედაგოგები, სკოლის დირექტორები, რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამინისტროს მიერ 2015 წელს განხორციელებულ საქმიანობას. სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაიხარჯა 1 347 122 ლარი, პროგრამებით ისარგებლა 1 584 ადგილობრივმა.

„2016 წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 7 პროგრამას, 20 ქვეპროგრამას ახორცილებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი 11,306,170 ლარს შეადგენს.

2015 წელთან შედარებით უწყების ფინანსური დოკუმენტი 5, 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში შეადგენს 14, 057, 940 ლარს.

მიმდინარე წელს სამინისტრომა ცალკე პროგრამად გამოყო ონკოლოგიურ პაციენტთა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება. დაიწყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა მკვეთარდ გამოხატული შშ სტატუსის მქონე პირების, შშ სტატუსის მქონე ბავშვების; ასკით პენსიონერების და 0-დან 6 წლამდე ასკის ბავშვებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000-ს). სამინისტრო წელს პირველად 10 000 ლარის ოდენობით აფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას. ამოქმედდა ბავშვთა ადრეულ განვითარების ახალი პროგრამა. ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაემატა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები. 3,000,000 მილიონი ლარი გამოიყო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესაძენად, დაგეგმილია 115 საცხოვრებელი სახლის შეძენა.

2016 წელს, სამინისტროს დაგეგმილი აქვს მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენა ქობულეთისა და ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია ქობულეთის გარდა გამართა ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics