18:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-30 14:48:21, 969 ნახვა

პოლიტიკა
კოალიცია ცვლილებისთვის: გელა ხასაია დღეს არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი

კოალიცია ცვლილებისთვის მათი ერთ-ერთი წევრის, გელა ხასაიას დაკავებას გამოეხმაურა.

კოალიციის წევრების თქმით, გელა ხასაია პოლიტიკური პატიმარია, რადგან მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა აქტიური დისკრედიტაციის კამპანია და პოლიციაც ემუქრებოდა, რომ დააკავებდნენ სისხლის სამართლის წესით.

"ხომ შეგპირდი რომ დაგაკავებდი სისხლის სამართლის წესით - ეს არის სიტყვები, რომელიც უთხრა გუშინ მილიციელმა, და არა პოლიციელმა, ჩვენ უკანონოდ გატაცებულ და ამ დრომდე პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფ თანაგუნდელ გელა ხასაიას. ეს სიტყვები, ზოგადად გელას წინააღმდეგ მიმართული ის რეპრესიები, რომელსაც წლების განმავლობაში ვუყურებდით, ის, რომ ამ მუხლით არ აკავებენ რეალურ დამნაშავეებს, მაგალითად, რომლებიც კალაძის შტაბიდან გამოვარდნენ და ადამიანებზე, ქალებზე, გოგოებზე ფიზიკურად იძალადეს, ის, რომ გელას მიმართ ხორციელდებოდა აქტიური დისკრედიტაციის კამპანია და ზოგადად ის, რომ გელა, ადამიანი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით და ბოლო თვეებში აქტიურად აჟღერებს პოლიტიკური პატიმრების სათქმელს, მათი ოჯახის სათქმელს, ეს ყველაფერი ერთ პაკეტში მიუთითებს იმაზე, რომ გელა დღეს არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი." - თქვეს ბრიფინგზე.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ საზოგადოებაში დანერგონ შიში, თუმცა გელას ვერ შეაშინებენ.

"ოღონდ აქ მნიშვნელოვანი და მთავარი რაც არის და რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორც საზოგადოებამ და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, სინამდვილეში რისთვისაც ამას რეჟიმი აკეთებს არის ერთადერთი, იმისთვის, რომ დანერგოს შიში. შიში, რომელიც საბოლოო ჯამში ჭამს თავისუფლებას. და ეს თავისუფლება გელამ ყველაზე უკეთ იცის იმიტომ, რომ მას არ ეშინია. მან ზუსტად იცის, რომ ადამიანი, რომლესაც შეეძლო დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულიყო, გადმოსულიყო მიუხედავად ბარიერების, გაემჟღავნებინა იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემები, მოეგვარებინა ისინი აქედან ამდენი ასეული კილომეტრის დაშორებით, ამ ადამიანს ვერ შეაშინებენ." - განაცხადეს კოალიციის წევრებმა.

ისინი გააგრძელებენ ბრძოლას ყველა პოლიტიკური პატიმრის თავისუფლებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

"და ჩვენთვის მნიშვნელოვანი რაც უნდა იყოს არის ის, რომ როგორც გელამ მისცა პირობა სხვა პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ის იბრძოლებდა ბოლომდე მათი თავისუფლებისთვის, ჩვენც ასე უნდა გავაგრძელოთ. იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც უნდა ვიცოდეთ, უნდა გავიდეთ ბოლომდე, გამარჯვებამდე, რადგან ყველა მსგავსი დაკავება, ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ზეპირსიტყვიერი განცხადებების გარდა ვერაფერს ვერ ავრცელებს, ის, რომ ამ დრომდე არ არსებობს დადგენილება, ეგრეთწოდებული დანაშაულის კადრები, ის, რომ დანაშაულიც ვერ შეკერეს მიუთითებს მათ ქაოსურ, პანიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ ეს პანიკური მდგომარეობა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის და საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობის მანკიერი ტრადიციის დასრულებისთვის. გელას თავისუფლებისთვის და სხვა 70-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრის თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის." - აღნიშნეს ბრიფინგზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics