|
2016-03-23 15:21:08, 608 ნახვა
საზოგადოება
გია ხუხაშვილი: ფარმაცევტიკა და სამედიცინო მომსახურება ერთი ქუდის ქვეშ მუშაობს და ეს არ მომწონს
მსხვილმა სააფთიაქო ქსელებმა მედიკამენტებზე ფასების შემცირების შესახებ განცხადება გააკეთეს. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში კლების ტენდენციაზე მიუთითებს ფანასკერტელის ინდექსიც, რომელიც ბაზარზე 200 ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტის ფასზე დაკვირვებით დგება. ფასების ცვლილების საკითხს გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელმაც ისაუბრა ამ პროცესის გამომწვევ შესაძლო მიზეზებზე: „საფუძველი არ მაქვს, ამ კვლევებს არ ვენდო. რაკი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ფასები იკლებს, მაშინ ეს ასეა და ამაში ეჭვს ვერ შევიტან. ამ ტენდენციას მხოლოდ მივესალმები. ეს პროცესი, ალბათ, „ჰუმანითის“ ფაქტორითაც არის გამოწვეული. ეს ადასტურებს, რომ ახალი მოთამაშეების გამოჩენა ბაზარზე, კონკურენციის თვალსაზრისით, დადებით ტენდენციებს აჩენს. რაც არ მომწონს ჯანდაცვაში, ისარის, რომ ფარმაცევტიკა და სამედიცინო მომსახურება ერთი ქუდის ქვეშ მუშაობს. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში რისკის მომტანია. არ შეიძლება, ფარმაცევტი და ჯანდაცვის მომსახურე იყოს ერთი პირი. ჩნდება სპეციფიკური მონოპოლიების რისკი. რაც უნდა კარგი ტენდენციები იყოს ამ სფეროში, მონოპოლია ყველაფრის განულებას ახდენს. იგი მაღალი რისკების შემცველია, როგორც მომსახურების ღირებულების,ისე, ხარისხის თვალსაზრისით. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ ბიზნესი არაა და საქმე ჯანმრთელობას ეხება“, - ამბობს გია ხუხაშვილი.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)