|
2025-09-26 20:24:18, 1515 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების პრემიერი სერიოზულად თვლის, რომ რუსულმა კანონმა უზრუნველყო პოლარიზაციის შემცირება
წლების განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ზუსტად იგივე გამოწვევები, მათ შორის მიზანმიმართული თავდასხმა პოლიციაზე, პოლიციელებზე, სამართალდამცავ სტრუქტურებზე, მათი იმიჯის დაზიანების, დაკნინების მცდელობა და ეს ყველაფერი ხდებოდა გარე დაფინანსებით, მათ შორის, იმ ფონდების დაფინანსებით, რომლებიც ნახსენებია პრეზიდენტ ტრამპის შესაბამის განცხადებაში, - ამის შესახებ ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. "ოცნების" მთავრობის მეთაურის თქმით, ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ, ხელისუფლებამ მიიღო კანონი „გამჭვირვალობის შესახებ", რომელმაც ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება უზრუნველყო. „ეს არის ჩვენთვისაც გამოწვევა და როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ მივიღეთ ჩვენ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ", წარმატებით დავამტკიცეთ და ამ კანონმა უზრუნველყო უკვე პოლარიზაციის შემცირება ჩვენს ქვეყანაში. დღეს რომ იგივე ძალები ისეთივე წარმატებით ვეღარ ახერხებენ გარედან პოლარიზაციის, რადიკალიზმის დაფინანსებას, ეს არის სწორედ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის დამსახურება. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არავის მივცეთ გარედან პოლარიზაციის გაღვივების საშუალება,"- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)