|
2025-09-24 17:43:36, 912 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში
ძალიან სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ ცდილობს კონკრეტული ელჩი, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძის თქმით, ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში. „ესეც ის შემთხვევაა, როდესაც საინტერესო აღარ არის კონკრეტულ ელჩზე კომენტარის გაკეთება. ეს ადამიანი, სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში. ეს არის ძალიან სამწუხარო, რომ ევროპული ბიუროკრატიის უარყოფითი სახე ჩანს ასეთ შემთხვევაშიც. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ ცდილობს კონკრეტული ელჩი, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან სამწუხარო და დასანანი. ამაზე მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებდი, უბრალოდ, არ ვთვლის საჭიროდ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)