19:41 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-23 21:31:28, 746 ნახვა

პოლიტიკა
ჩირაგოვი - ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი

ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატმა, ასაფ ჩირაგოვმა საკუთარი კანდიდატურა ქართული ოცნების დასახელებული ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა. პარტიაში ეს ქმედება დაშინებისა და ზეწოლის შედეგად შეაფასეს, ხოლო თვითონ ასაფ ჩირაგოვი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და არ ყოფილა არანაირი ზეწოლა.  

"ზეწოლა არ იყო საერთოდ არაფერში. არავინ ამაში არ ჩარეულა, ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. საერთოდ არ მისაუბრია მაგაზე, არც პოლიციელი, არც სხვა ვიღაცები არ იყვნენ.

ირაკლი კუპრაძესთან არანაირი ურთიერთობა და კავშირი არ მაქვს, არასდროს არ გვქონია სატელეფონო კომუნიკაცია. ბოლნისში, სადაც გავიზარდე, მინდოდა იქ მემსახურა და მერე გავიგე, რომ ესენი სიმშიდის საწინააღმდეგო რამეს აპირებდნენ და მე არ მინდა, რომ ამის წევრი ვიყო" - თქვა ასაფ ჩირაგოვმა.

ლელო ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ " ცხადია, რომ უნდა ვივარაუდოთ, რომ როცა არ იმუშავა მოსყიდვის მცდელობამ ასაფ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი ან შანტაჟის მცდელობა ასაფ ჩირაგოვის წინააღმდეგ. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ ზეწოლამ იმუშავა და უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონებში, განსაკუთრებულად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ზეწოლა, წნეხი, სუს-ის შანტაჟი არის ბევრად უფრო მძიმე."

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ბოლნისის მერობის კანდიდატს ასეფ ჩირაგოვს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებით  დაემუქრნენ, რის სემდეგაც ჩირაგოვმა   კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა. 

"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, კანდიდატურის "ოცნების" მერობის კანდიდატის ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნამდე, მასთან ვრცელი საუბარი ჰქონდათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, სეფ ჩირაგოვს დაემუქრნენ პირადი ხასიათის ვიდეოს ინტერნეტში გავრცელებით, თუ კანდიდატურას არ მოხსნიდა. საუბარი ავტომობილში გაიმართა,  ჩირაგოვს დარეკვის უფლებაც არ მისცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics