03:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-12 18:22:08, 1579 ნახვა

მსოფლიო
იუტას მკვიდრი 22 წლის ტაილერ რობინსონი რომელმაც ულტრამემარჯვენე ჩარლი კირკი მოკლა კონსერვატორული ოჯახიდანაა

ამერიკელი ბლოგერის და ულტრამემარჯვენის ჩარლი კირკის მკვლელი 22 წლის ტაილერ რობინსონი იყო, რომელიც საკუთარმა მამამ პოლიციას ჩააბარა.

როგორც ამბობენ, მკვლელმა მას თავისი დანაშაულის შესახებ უამბო, რის შემდეგაც მამამისმა ის სახლში პოლიციის მოსვლამდე დააკავა.

ამერიკული მედია წერს, რომ რობინსონების ოჯახი სადაც ახალგაზრდა დაიბადა არის კონსერვატორი და მორწმუნე. მეტიც ტაილერ რობინსონის მამა რესპუბლიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერია.

ჩარლი კირკის მკვლელობის საქმეში გამოყენებულ ვაზნებზე პროვოკაციული წარწერები აღმოჩნდა.

გუბერნატორის განცხადებით, ვაზნებზე რომლითაც მოკლეს მემარჯვენე აქტივისტი ჩარლი კირკი, აღმოჩნდა პროვოკაციული წარწერები. მათ შორის იყო:

„თუ ამას კითხულობ, გეი ხარ, lol“

„ჰეი, ფაშისტო! დამიჭირე!“

„Bella ciao, bella ciao, bella ciao, ciao, ciao“ – და მორიგე სტრიქონები მეორე მსოფლიო ომის იტალიური ანტისაფაშისტო სიმღერიდან.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ იუტაში დააკავეს კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, იუწყება Fox News.

„მაღალი ხარისხით დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის დააკავეს“, თქვა მან. ტრამპს არ დაუსახელებია ეჭვმიტანილის ვინაობა და არც ის, თუ როგორ განხორციელდა დაკავება. მან მხოლოდ ის თქვა, რომ დაკავება 11 სექტემბერს საღამოს მოხდა. იმ დღეს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) გამოაქვეყნა კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით ძებნილი მამაკაცის ფოტო და 100 000 დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც გამოძიებას დაეხმარება.

31 წლის ჩარლი კირკი, პოპულარული პოდკასტისა და რადიოპროგრამა „ჩარლი კირკის შოუს“ წამყვანი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირედ ითვლებოდა. ოთხშაბათს, 10 სექტემბერს, იუტის უნივერსიტეტში გამოსვლისას მას კისრის არეში ესროლეს და ის მოგვიანებით გარდაიცვალა საავადმყოფოში. ტრამპმა დანაშაულს „ჯოჯოხეთური“ უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics