22:44 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-11 21:45:03, 1507 ნახვა

პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა - რეჟიმის შიში, განსაკუთრებით გამძაფრდა 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის მიმართ

რეჟიმის შიში, განსაკუთრებით გამძაფრდა 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის მიმართ ქართველი ხალხის პრინციპული მიუღებლობის გამო  - ამის შესახებ ნათქვამია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

პარტიის შეფასებით,ლევან ხაბეიშვილის დაკავება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა, 

“დღეს, მოღალატე კრიმინალთა რუსულმა ბანდამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აბსურდული ბრალდებით უკანონოდ დააკავა.

რეჟიმის ეს ქმედება განპირობებულია შიშით, ქართველი ხალხისგან მიიღოს ის რისხვა, რომელიც 13 წლის განმავლობაში საქართველოში გატარებული მოღალატური, რუსული პოლიტიკის გამო დაიმსახურეს.

რეჟიმის ამოცანა ნათელია - მათ სურთ საზოგადოებაში შიშის დათესვა და ახალი რეპრესიული ტალღის აგორება. მათი მიზანია პუტინის პირადი ტყვისა და რეჟიმის პოლიტიკური პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით მოქმედმა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, ისევე როგორც მთელმა ქართულმა პატრიოტულმა საზოგადოებამ ხელი აიღოს ამ მოღალატეთა რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანი, უკომპრომისო ბრძოლისგან, რომლის მიზანია საქართველო გავათავისუფლოთ რუსეთის მეხუთე კოლონის მმართველობისგან და კვლავ, დავაყენოთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების გზაზე.

ლევან ხაბეიშვილის დაკავება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა, მას არ მიეცა ადვოკატის დაცვით სარგებლობის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის საშუალება.

რეჟიმის შიში, განსაკუთრებით გამძაფრდა 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის მიმართ ქართველი ხალხის პრინციპული მიუღებლობის გამო, რასაც ლევან ხაბეიშვილი მუდმივად ხაზს უსვამდა და მოქალაქეებს რუსული სპეცოპერაციის პუნქტებთან მისვლის ნაცვლად, თბილისში, რუსთაველი გამზირზე შეკრებისკენ და ერთად საქართველოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოვუწოდებთ, საზოგადოებას, მიუხედავად სასოწარკვეთილი რეჟიმის რეპრესიებისა, გავაგრძელოთ მშვიდობიანი ბრძოლა საერთო ეროვნული მიზნების მისაღწევად! - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics