23:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 11:09:39, 589 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიას ესწრება

თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიას ესწრება.

მერიის ინფორმაციით, 2016 წლის სესიის თემაა ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.  სესიის ფარგლებში განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის : ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ნაწილში, კულტურათა და რელიგიათაშორისი აქტივობების ორგანიზება. ამასთან,  მიმოიხილეს ეთიკისა და გამჭვირვალობის საკითხები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ევროპის ქვეყნებში, ისაუბრეს კულტურათაშორისი საზოგადოებების შექმნისას გამოვლენილ გამოწვევებზე ადგილობრივ ხელისუფლებებში. ყურადღება გაამახვილეს ლტოლვილთა ინტეგრაციასა და ადგილობრივ ხელისუფლებათა როლზე ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისაუბრეს ადგილობრივი ხელისუფლებების ინსტრუმენტებზე საქმიანობის განხორციელებისას. 

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო "ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის" ხელმომწერი ქვეყანაა, ვალდებულია, დაუახლოვდეს ევროპული სტილის ადგილობრივ დემოკრატიას. 

"დღევანდელი სხდომა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხებოდა, მათ შორის, ცალკეულ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებას, აგრეთვე, განხილული იყო ის დემოკრატიული პროცესები, რაც მიმდინარეობს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში, შესაბამისად, ძალიან საინტერესო ფორმატია იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ ცალკეული ქვეყნების გამოცდილებაზე, ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენ ახლა გავდივართ ადგილობრივი დემოკრატიის იმ გზაზე, რაც ევროკავშირის ძალიან ბევრმა ქვეყანამ თავის დროზე წარმატებით გაიარა - ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კონტექსტში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ "ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის" ხელმომწერი სახელმწიფო და მისი ძირითადი ნაწილი გვაქვს რატიფიცირებული, ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავუახლოვდეთ ევროპულ ადგილობრივ დემოკრატიას, სწორედ, ეს არის უმთავრესი საფუძველი, რატომაც დაიწყო ჩვენმა ქვეყანამ ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 3 წლის წინ, როცა მოვედით ხელისუფლებაში. აქ არა მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ახალი კანონმდებლობა მივიღეთ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, არამედ ფუნდამენტური ცვლილებები დავიწყეთ ადგილობრივი განვითარების თვალსაზრისით, მათ შორის, ჩვენ ხშირად ვუსვამთ ხაზს და ხვალაც, ჩემი სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება იქნება გამახვილებული ბოლო ორ ცვლილებაზე - პირველი, ესაა ცვლილება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში საზოგადოების ჩართულობის მექანიზმების შექმნას ისახავს მიზნად და მეორე იქნება ფინანსური დეცენტრალიზაციის საკითხები. ამ ნაბიჯებით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით წინ, ადგილობრივი დემოკრატიისკენ", - განაცხადა თბილისის მერმა.

სესიის დაწყებამდე დავით ნარმანია მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო , სადაც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მიერ, ევროპული ქარტიის შესრულების მაჩვენებლები მიმოიხილეს. კენჭი ეყარა სხვადასხვა რეკომენდაციებსა და რეზოლუციებს.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებიან. სესიაზე, ასევე, იმყოფება რუსთავის მერი დავით ჯიქია.

პლენარული სესიის დაწყებამდე, კონგრესის წევრებმა და მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბრიუსელში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics