22:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-11 21:39:00, 1583 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ხაბეიშვილსი დაკავებაზე - გგონიათ, რომ ამით ხალხს დააშინებთ და გააჩუმებთ?!

ვის აბრალებთ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ კონგრესში გამოსვლას?! იმ დროს, როცა თქვენი ყოველი ნაბიჯი საქართველოს ახალ სირცხვილად იქცევა, ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და ნდობას უკარგავს,- ასე ეხმაურება მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების დაკავებას.

მისი თქმით, ხელისუფლება პოლიტიკური ლიდერების დაკავებით ცდილობს საზოგადოება დააშინოს და გააჩუმოს.

ზურაბიშვილი აღნიშნულს საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკას უწოდებს.

„მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ სრულიად სამარცხვინო დაჭერების სერიალს. კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი უმიზეზოდ და უკანონოდ დააკავეთ. გგონიათ, რომ ამით ხალხს დააშინებთ და გააჩუმებთ?!

თქვენივე „გუნდის“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, სავარაუდოდ, ჯერ შიდა ანგარიშსწორება გაუმართეთ და შემდეგ კორუფციის ბრალდებით დააკავეთ, რადგან გგონიათ, რომ ამით საკუთარ კოლექტიურ კორუფციას გადაფარავთ! და ვის აბრალებთ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ კონგრესში გამოსვლას?!იმ დროს, როცა თქვენი ყოველი ნაბიჯი საქართველოს ახალ სირცხვილად იქცევა, ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და ნდობას უკარგავს.

ასეთი ნაბიჯებია: ადამიანების დაპატიმრება მოგონილი მიზეზებით; აქტივისტებზე ძალადობა და მათი დაკავება აზრის გამოხატვის გამო; პოლიტიკური ლიდერების უსაფუძვლო, ერთიმეორის მიყოლებით დაპატიმრება; თქვენი გუნდის უკიდეგანო კორუფციის გამოაშკარავება; ბინძური შიდა ანგარიშსწორებები კრიმინალური სამყაროს მეთოდებით; ყველა ჩვენი პარტნიორის ლანძღვა და დადანაშაულება (პრეზიდენტი ტრამპის ჩათვლით).

ეს ყველაფერი ხომ საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკაა!

მსოფლიოს წინაშე ჩვენს ქვეყანას ისე აცნობთ, თითქოს ის მხოლოდ დაჭერების, კორუფციის, ძალადობის, მეგობარი პარტნიორების მოტყუებისა და უპრინციპულობის სიმბოლო იყოს. ამით ცდილობთ, საქართველოს ნამდვილი სახე და ღირებულებები დაივიწყოს მსოფლიოს თვალში.

საქართველოს ინტერესების ასე შელახვის პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენზეა და მხოლოდ თქვენზე!”,- წერს ზურაბიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics