04:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-06 21:31:45, 1169 ნახვა

მსოფლიო
ჩუკოტკა აივ ინფიცირების მაჩვენებლით რუსეთში პირველ ადგილზეა

 რუსეთში აივ ინფიცირებულთა რაოდენობით ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი ლიდერი გახდა, იტყობინება „რია ნოვოსტი“ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით. 100 ათას მოსახლეზე ინფექციის 79.1 შემთხვევაა. საუბარია წლის განმავლობაში გამოვლენილ ახალ დიაგნოზებზე. ჩუკოტკაში დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს. 2023 წლიდან რეგიონს ვლადისლავ კუზნეცოვი ხელმძღვანელობს, რომელიც ადრე თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის (LPR) ვიცე-პრემიერი იყო.

ანტირეიტინგში მეორე და მესამე ადგილები ირკუტსკის და სამარის რეგიონებმა დაიკავეს. პირველ რეგიონში, გასული წლის შედეგებით, 100 ათას მოსახლეზე 75.7 შემთხვევა იყო, ხოლო მეორეში - 73.7. პირველ ხუთეულს ალტაის მხარე (71.1) და კემეროვოს ოლქი (69) ასრულებენ. აივ ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები მოსკოვში (11.3), ინგუშეთში (8.2) და ჩეჩნეთში (4.9) დაფიქსირდა.

„როსპოტრებნადზორის“ ეპიდემიოლოგიის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, 2024 წელს რუსეთში აივ ინფექციის დადასტურებული დიაგნოზის მქონე 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე 831,8 შემთხვევა იყო. 2024 წელს ქვეყანაში აივ ინფექციის დიაგნოზი თითქმის 52 ათას ადამიანს დაუსვეს. დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში პაციენტებს შორის დაახლოებით 536 ათასი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. 2024 წელს 33 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

„როსპოტრებნადზორის“ დაქვემდებარებაში მყოფი შიდსის პრევენციისა და კონტროლის ფედერალური მეთოდოლოგიური ცენტრის დირექტორმა, ვადიმ პოკროვსკიმ, განაცხადა, რომ საშუალოდ, წელიწადში 60 ათასი ადამიანი ინფიცირდება - ყველაზე ხშირად ეს ჰეტეროსექსუალური კონტაქტების დროს ხდება. ამავდროულად, პოკროვსკიმ აღიარა, რომ რუსეთს აივ ინფექციის არადროული და არასწორი მკურნალობის სერიოზული პრობლემა აქვს. დაკვირვების დაწყებიდან დღემდე 1,7 მილიონი ინფიცირებული ადამიანია გამოვლენილი, რომელთაგან ყოველი მესამე გარდაიცვალა.

2023 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ მკვეთრად შეამცირა აივ ინფექციის დიაგნოსტიკის ტესტების შეძენა: კერძოდ, მათზე 2.88 მილიარდი რუბლი დაიხარჯა საჭირო 4.07 მილიარდი რუბლის ნაცვლად. 2024 წლისთვის ჯერ არ არსებობს შეფასებები. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ სულ მცირე 16 რეგიონი ექვს თვეზე მეტია უარს ეუბნება აივ ინფიცირებულ პაციენტებს ვირუსული დატვირთვისა და იმუნური სტატუსის (IS) ტესტებზე, რაც, კლინიკური რეკომენდაციების თანახმად, წელიწადში ორჯერ უნდა ჩატარდეს.

ზოგადად, უკრაინასთან ომის დაფინანსების საჭიროების გამო, მთავრობამ 2025-2027 წლებისთვის ჯანდაცვის ძირითადი პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხები შეამცირა. იანვარში, კაბინეტმა დაგეგმა რუსეთში აივ ინფექციის შემთხვევების შემცირება 100 ათას მოსახლეზე 30 ადამიანამდე 2035 წლისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics