06:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 21:07:30, 1790 ნახვა

მსოფლიო
შვეიცარია პუტინს იმუნიტეტს მიანიჭებს, თუ ის ზელენსკისთან შეხვედრას დათანხმდება

შვეიცარია მზადაა, იმუნიტეტი მიანიჭოს რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს, თუ ის უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჩამოვა. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნაციო კასისმა განაცხადა, წერს Euractiv.

აღნიშნულია, რომ შვეიცარია ვალდებულია დააკავოს პუტინი, რადგან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მასზე ორდერი გასცა. მიუხედავად ამისა, კასისმა აღნიშნა, რომ გარკვეულ გარემოებებში რუს დიქტატორს შვეიცარიაში შესვლის უფლება მიეცემა.

„გასულ წელს შვეიცარიის მთავრობამ განსაზღვრა იმუნიტეტის მინიჭების წესები იმ პირისთვის, რომლის მიმართაც საერთაშორისო დაპატიმრების ორდერია გაცემული. თუ ეს პირი სამშვიდობო კონფერენციაზე ჩამოვა, და არა პირადი მიზეზების გამო“, - განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

კასისმა დასძინა, რომ შვეიცარია სრულად მზადაა უმასპინძლოს პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას. მან ხაზი გაუსვა თავისი ქვეყნის მრავალწლიან გამოცდილებას ასეთი ღონისძიებების ჩატარებაში.

თუმცა, კასისმა აღნიშნა, რომ რუსეთი „გაცივდა“ შვეიცარიის მიმართ, რომელმაც გადაწყვიტა შეუერთდეს ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

„მითხრეს, რომ მას შემდეგ, რაც შვეიცარიამ ევროპული სანქციები მიიღო, მათ, ბუნებრივია, შვეიცარიაში ამის გაკეთების სურვილი დაკარგეს“, - დასძინა მან.

გამოცემამ გაიხსენა, რომ ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტის ჩატარების საკითხი წამოჭრა. მან შესთავაზა ასეთი შეხვედრის ორგანიზება ევროპაში, სავარაუდოდ, „ნეიტრალურ“ ქვეყანაში.

„მე ჟენევაზე მოვითხოვ“, - განაცხადა მაკრონმა ფრანგული არხის LCI ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics