21:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 20:07:26, 603 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი: ივანიშვილი თინა გამყალბებლოვასა და "ნაცმოძრაობის" შანტაჟს წინააღმდეგობას ვერ, ან არ უწევს

საქართველოს "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი  საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო  არჩევნების დროს, სხვადასხვა საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, გამოძიების დასრულებას ეხმაურება.

პროკურატურის ინფორმაციით, შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.

როგორც ინაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, პროკურატურის დასკვნა მოწმობს, რომ ბიძინა ივანიშვილი თინა  ხიდაშელისა და "ნაციონალური მოძრაობის" შანტაჟს წინააღმდეგობას ვერ, ან არ  უწევს.

მისივე თქმით, საგარეჯოს არჩევნების გაყალბების შესახებ დოკუმენტური ფილმი მზადდება და დღეს თუ არა ხვალ,  თავდაცვის მინისტრს  დანაშაულზე პასუხისგება მოუწევს.

"მიხარია, რომ პროკურატურამ ასეთ რეკორდულ ვადებში დაასრულა გამოძიება  საგარეჯოში არჩევნების გაყალბების თემაზე და აღმოაჩინა, რომ დანაშულს, თურმე, ადგილი არ ჰქონია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების დირექტორმა- თინა გამყალბებლოვამ ხელისუფლების დირექტორის პოსტი ჯერ-ჯერობით შეინარჩუნა. თუმცა, ამ სკამს ფეხიც მოტეხილი აქვს და ერთი რქაც. საზოგადოებამ იცის, რომ საგარეჯოს არჩევნების გაყალბების შესახებ მზადდება დოკუმენტური, ჟურნალისტური გამოძიება. ამ ძალიან საინტერესო ფილმს მალე იხილავთ, ამიტომ კვლავ ვაცხადებ: დღეს თუ არა ხვალ, ქალბატონ თინას მეორე რქაც მოტყდება და ციხეშიც ჩაჯდება. პროკურატურის დასკვნა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილი ვერ (თუ არ) უწევს წინააღმდეგობას თინა გამყალბებლოვასა და ნაცმოძრაობის ერთობლივ შანტაჟს. ეს კი, თავის მხრივ, ცხადყოფს, თუ რაოდენ სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა",-განუცხადა ირმა ინაშვილმა "ექსპრესნიუსს".


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics