21:42 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 18:55:16, 413 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ევროინტეგრაცია ყოველთვის იყო და არის ქართველი ხალხის არჩევანი

ევროინტეგრაცია ყოველთვის იყო და არის ქართველი ხალხის არჩევანი  – ამ განცხადებით დაიწყო საქართველოს პრემიერ–მინისტრმა სიტყვით გამოსვლა ევროკავშირ-საქართველოსბიზნესსაბჭოს წევრებთან შეხვედრაზე, რომელსაც ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი ესწრება.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო გაატარებს ყველა საჭირო რეფორმას, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ინტეგრირებას დამეორე მხრივ, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას.

„ ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით ხელმოწერა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პროცესში, რომელსაც ავყავართ ხარისხობრივად ახალ დონეზე. ასოცირების ხელშეკრულება არის ძალიან ამბიციური შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ორმხრივი ვაჭრობის გაზრდასა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ ინტეგრაციასა და საქართველოში ევროპული სტანდარტებისა და პრაქტიკის დამკვიდრებასაც. გარდა ამის, ამ პროცესის შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონებთან." – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.  

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულმა ბიზნესმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის შესაძლებობები, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება სთავაზობს.  პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო, რომლის გატარებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომმა.  სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორისგაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, იმ სარგებელზე, რომელსაც ეს შეთანხმება ბიზნეს-სექტორს სთავაზობს.ასევე დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესზე. 

მალმსტრომის თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე 18 თვეა ამოქმედებულია და ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვა. კერძოდ,საქართველოს ექსპორტის 1/3 სწორედ ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება, ასევე საქართეელოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნახევარიევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.

"ეს დიდი მიღწევაა და ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია", - აღნიშნა სესილია მალმსტრომმა. 

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებთან შეხვედრა  მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა.  შეხვედრაში ვიცე- პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მუდმივიწარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, ასევე ევროკავშირის დელეგაცია დადიპლომატიური მისიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics