|
2016-03-21 16:39:13, 411 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში დადებითი ტენდენციები აშკარაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. გიორგი კვირიკაშვილმა სესილია მალმსტრომს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საქმეში გაწეული პირადი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა: „ჩვენ მადლიერი ვართ, იმ განსაკუთრებული როლისთვის, რომელიც ქალბატონმა მალმსტრომმა საშინაო საქმეთა ევროკომისიის რანგში შეასრულა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დაწყების საქმეში. დღეს ეს პროცესი წარმატებით დაგვირგვინდა და უახლოეს მომავალში ველით, საქართველოს მოქალაეებისთვის შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. მოხარული ვართ, რომ ევროკომისარი აგრძელებს საქართველოს საკითხზე მუშაობას, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრაზე განივიხილეთ ასოცირების შეთანხმება, კერძოდ ღრმა და ყოვლისმომცველი თვისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების მიმდინარეობა და ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, მთავრობის ინიციატივებზე საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური მოდერნიზაციის მიმართულები”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრისას ევროკომისარს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ მზად არიან, დემოკრატიული პრინციპების, სასამართლო დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მაქსიმალურად დაცვის კუთხით, აქტიური ძალისხმევა გააგრძელონ: „რაც აუცილებელი, ჯანსაღი წინაპირობაა ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებით მაქსიმალური სარგებელი მოვუტანით საქართველოს მოსახლეობას. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული რეფორმების შედეგად, ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში დადებითი ტენდენციები აშკარაა. იზრდება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტი, ქართველი მეწარმეები უფრო მეტად ინტერესდებიან ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობით. დიდია ასევე სხვადასხვა ქვეყნების ბიზნესკომპანიების დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით, რაც ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციით გახსნილმა შესაძლებლობებმა განაპირობა. დღეს, ევროკავშირთან ასოცირების აქტიურ ფაზაში ვართ, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე ფინანსური, თუ ტქენიკური პროგრამების მეშვეობით. ჩვენის მხრივ, საქართველოს მთავრობა მზად არის, უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებისათვის, რაც სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ ხელს შეუწყობს სტაბილურობის გაზრდას მთლიანად რეგიონში”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)