21:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 16:31:08, 338 ნახვა

პოლიტიკა
სესილია მალმსტრომი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქტიურად ხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა  მედიისთვის ერთობლივი განცხადებები  გააკეთეს.

ევროკომისარმა საქართველოს  მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე,  ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებაზე,  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასა და  მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მათი მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე  გაამახვილა ყურადღება.

სესილია მალმსტრომის თქმით,  სურთ დარწმუნდნენ, რომ საქართველოში თავისუფალი ვაჭრობის  ხელშეკრულება, უფრო და უფრო  აქტიურად ხორციელდება.

„მიხარია, რომ თბილისში ვიმყოფები. მშვენიერი ამინდია, დისკუსია ძალიან წარმატებულად ჩატარდა პრემიერთან. შევხვდი კაბინეტის სხვა წევრებსაც. ჩვენ ვიხილავდით ვიზალიბერალიზაციის საკითხებს, რომელიც ძალზე მალე  სავარაუდოდ შევა ძალაში ევროპის პარლამენტისა და  წევრ ქვეყნებს  შორის პროცესის გავლის შემდეგ, მაგრამ როგორც პრემიერმა ბრძანა, თავისუფალი ვაჭრობის მიმართულება მოწმეა დღესდღეობით, როგორ იზრდება  ტენდენციები, მოცულობები და ევროკავშირი გახლავთ საქართველოდან 1/3 ექსპორტის  საბოლოო დანიშნულების ქვეყანა, საბოლოო დანიშნულების არეალი და ჩვენი მიზანი, ასევე საქართველოში ჩამოსვლის მიზანი გახლავთ ის, თუ როგორ შეგვიძლია დამატებით გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რომელსაც  ეს ხელშეკრულება გვანიჭებს და იგი გამოყენებული უნდა იქნას ქართველი  კომპანიების მიერ. მინდა მივულოცო პრემიერს რეფორმების წარმატებით განხორციელება, რომელიც დღის წესრიგშია  ჩანიშნული, რაც შეეხება კანონის უზენაესობის სფეროს,  სხვა ძალზე მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც ჩვენ დავინახეთ სხვადასხვა საერთაშორისო  რეიტინგებში, ასევე მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები  წარმატებულია. იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნეს კლიმატი და სტიმული მიეცეს საქართველოში პროდუქტიულობის  ამაღლებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ  თავისუფალი ვაჭრობის  ხელშეკრულება, უფრო და უფრო  აქტიურად ხორციელდება.

 ჩვენ ვხედავთ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტს, როგორიც არის მაგალითად კივი, კენკროვანები, ევროპის კავშირის  მაღაზიებში შეიძლება შეიძინოს მომხარებელმა, ასევე ვმუშაობთ თაფლის მიმართულებაზე, რაც ძალზე  მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ იმიასათვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოში საკვების უვნებლობის მიმართულებას. 250 მცირე კოპერატივი შეიქმნა უკანასკნელი  პერიოდის განმავლობაში, რომელიც ევროკავშირის დახმარების შედეგად შეიქმნა და ჩვენი თანამშრომლობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, ძალისხმევას იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ყველას გააჩნია არსებული შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია და რა თქმა უნდა, გაუმჯობესებული მობილურობა ასევე მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მხარის ინფორმირებულობა გავზარდოთ, მცირე და საშუალო საწარმოების გათვითცნობიერებულობა, ასევე მივაწოდოთ ინფორმაცია იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ აღნიშნული კომპანიებისთვის. მათ საშუალება ექნებათ,  მოითხოვონ და მიიღონ პირდაპირი დაფინანსება, კონსულტაციები და მცირე  და საშუალო კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანები  უნდა გახდნენ, უნდა  გახსნან თავისთვის ახალი სავაჭრო და  ბიზნესის შესაძლებლობები, იმუშაონ საინვესტიციო ბანკებთან ევროკავშირში და  აღნიშნული იქნება მოცული რამდენიმე დღის განმავლობაში  ევროკავშირის ბიზნესკვირეულის  ჩარჩოებში, ამ პროცესს დღეს გავხსნით“,-განაცხადა ევროკომისარმა.

მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის ხანგრძლივი ტრადიციული თანამშრომლობის ურთიერთობები  დამყარდა და შეეცდებიან, აღნიშნული მიმართულება კიდევ უფრო გაღრმავდეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics