|
2016-03-21 14:50:46, 698 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო მზადაა,მოგების გადასახადის ახალ სისტემასთან დაკავშირებით, ბიზნესთან კონსულტაციები გამართოს
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მზადაა, მოგების გადასახადის ახალ სისტემაზე გადასვლის ვადებთან დაკავშირებით ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართოს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის განხორციელების გარდამავალ ეტაპზე ბიზნესს სირთულეები არ შეექმნას. „ჩვენ გავეცანით ბიზნესის მხრიდან დღეს გავრცელებულ მიმართვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის განხორციელების გარდამავალ ეტაპზე ბიზნესს რაიმე სახის სირთულეები არ შეექმნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალვე კიდევ ერთხელ შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს და მათთან ერთად მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მისივე თქმით, მოგების გადასახადის საგადასახადო რეფორმის განხორცილების მთავარი მიზანი ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, ბიზნესის განვითრებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენა და შედეგად, ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგადასახადო რეფორმაზე მუშაობის პროცესში შეხვედრები გაიმართა 10-ზე მეტ ბიზნეს ასოციაციასთან და ორგანიზაციასთან, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნენ საგადასახადო ცვლილებების ძირითად შინაარსს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შეხვედრების დროს ბიზნესის მხრიდან ცალსახად დადებითად იქნა შეფასებული რეფორმის განხორციელება საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)