11:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-21 00:17:20, 2427 ნახვა

მსოფლიო
ერევნის პოლიციამ რუს სამხედროებს რუსი დეზერტირის გატაცებაში ხელი შეუშალა

ერევნის პოლიციამ რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ დეზერტირის გატაცების მცდელობა აღკვეთა, რომელიც რუსეთში მიმდინარე წლის თებერვლიდან იძებნებოდა.

როგორც Mediazona იტყობინება, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „საჯარო ვერდიქტის“ ექსპერტ ასმიკ ნოვიკოვაზე დაყრდნობით, 24 წლის სემიონ სუბბოტინი, რომელიც ადრე ივანოვოს ოლქის ქალაქ ტეიკოვოში მსახურობდა, სადაც სტრატეგიული სარაკეტო ძალების 54-ე სარაკეტო დივიზიაა განლაგებული და მასზე ძებნაა გამოცხადებული, სომხეთის ხელისუფლებამ სტანდარტული პროცედურის ფარგლებში 72 საათით დააკავა, რომლის დროსაც სომხურმა მხარემ რუსეთს ძებნილი პირის შესახებ უნდა აცნობოს, ხოლო რუსულმა მხარემ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალები უნდა გადასცეს.

20 ივლისს სუბბოტინი დროებითი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს, თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველებმა დაკავების იზოლატორის შენობასთან რუსული სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები შენიშნეს. მათ პოლიციას შეატყობინეს, რომელმაც ის ერებუნის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

„სომხეთის პოლიციამ რეაგირება მოახდინა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი კლიენტი უსაფრთხოდ ყოფილიყო“, - ციტირებს „მედიაზონა“ ნოვიკოვას სიტყვებს. მისი თქმით, რუსეთს ახლა შეუძლია სუბბოტინის ექსტრადიციის მოთხოვნა 40 დღის ვადაში წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადის გასვლის შემდეგ, სომხური მხარე მას ძებნილთა სიიდან ამოიღებს. „თუ რუსული მხარე ექსტრადიციის დოკუმენტებს მოამზადებს, მაშინ [ექსტრადიციის] საკითხს სომხეთის სასამართლო ორგანოები გადაწყვეტენ. ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ექსტრადიცია მოხდება“, - ხაზგასმით აღნიშნა ნოვიკოვამ.

რუსი სამხედრო მოსამსახურეები არაერთხელ იტაცებდნენ სომხეთში რუსული არმიისგან გაქცეულ სამხედრო მოსამსახურეებს, გადაჰყავდათ ისინი გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე და შემდეგ რუსეთში გადაჰყავდათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics