14:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 18:58:42, 716 ნახვა

მსოფლიო
ბაქოში Sputnik-ის თანამშრომლების დაკავების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს

ბაქოში Sputnik-ის თანამშრომლების დაკავების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბაქოს არამეგობრული ქმედებებისა და რუსი ჟურნალისტების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, აზერბაიჯანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, დღეს აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებმა ბაქოში მდებარე რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც ორი პირი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან „რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ფარულად მუშაობაში“.

Sputnik-ის ცნობით, დღეს ბაქოში ჩატარებული ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებმა „Sputnik აზერბაიჯანის“ რედაქციის ხელმძღვანელი, იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი, ევგენი ბელუსოვი დააკავეს.

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში რუსმა სამართალდამცავებმა აზერბაიჯანის 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ჩატარებული რეიდების დროს აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა.

გუშინ, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ რუსეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ ქვეყანაში დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება გააუქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics