05:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 11:37:15, 742 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - პოლიტიკური მანტია ვერ იქნება ინდულგენცია ნებისმიერი პირისთვის

პოლიტიკური მანტია ვერ იქნება ინდულგენცია ნებისმიერი პირისთვის, რომ მის მიმართ არ იყოს კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ბოლომდე განხორციელებული, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან დაკავებულ პოლიტიკოსებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის მიმართ სისხლის სამართლის სრულიად ადეკვატური კანონმდებლობა არსებობს“.

ამასთან, მათიკაშვილმა ისაუბრა ამ მოცემულობის ფონზე ოპოზიციის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე და აღნიშნა, რომ ეს საკითხი სრულიად დამოკიდებულია „აგენტურული ოპოზიციის იმ პატრონებზე, ვინც მათ კონკრეტულ დავალებას აძლევს“.

„[თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას მიიღებს ამ რადიკალების ის კატეგორია, დღეს რომ დიდის ამბით ვითომ პრინციპულები არიან და ამბობენ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობასო - როცა ეტყვიან, რომ მონაწილეობა მიიღეთო, მიიღებენ. როცა ეტყვიან, რომ თავი შეიკავეთო, არ მიიღებენ მონაწილეობას - გააჩნია რა გეგმა ექნებათ მათ პატრონებს საქართველოსთან მიმართებით. მთავარი აქ ის არ არის, რას ფიქრობენ ისინი ან ეს ერთი მუჭა რადიკალები რა ინიციატივით გამოდიან არჩევნებთან მიმართებით. მთავარი არის ქართველი ხალხი, რომელიც საარჩევნო ურნასთან იღებს გადაწყვეტილებას და უკვე მერამდენედ, მათ შორის ახლაც - თვითმმართველობის არჩევნებზე, კიდევ ერთი განაჩენი ელოდებათ ქართველი ხალხისგან“, - განაცხადა მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics