|
2016-03-19 12:52:00, 400 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება - USAID მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ქვეყნის შემდგომი რეფორმირების პროცესში
ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორს გაილ სმიტს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს მნიშვნელოვანი წვლილისთვის საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის საქმეში. განსაკუთრებით აღინიშნა ორგანიზაციის კონტრიბუცია კერძო სექტორის საქმიანობის წახალისების, ეკონომიკური განვითრების, საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში. ხაზი გაესვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში ინიცირებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს "ქვეყნის ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ განვითარება", რომელსაც ხელი გასული წლის დეკემბერში მოეწერა და მისი საერთო მოცულობა 13 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. პროექტი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის განათლება და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, კერძოდ სექტორის განვითარება და გარემოს დაცვის საკითხები. პროექტი ასევე ითვალისწინებს საქმიანობას კონფლიქტის შემსუბუქებისა და შერიგების მიმართულებით. განიხილეს პროექტის დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს USAID-თან თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მიმდინარე პროექტებზე, რომელიც ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას ემსახურება. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკულ მხარეს ვრცლად გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული რეფორმების ოთხპუნქტიანი პროექტი, რაც ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, განათლების სისტემის რეფორმას და კიდევ უფრო ეფექტიანი მმართველობის სისტემის უზრუნველყოფას გულისხმობს. ამერიკულმა მხარემ სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მთავრობის ინიციატივების მიმართ და გამოთქვა მზადყოფნა განავითაროს შემდგომი თანამშრომლობა ქვეყნის წინაშე მდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც მთავრობის რეფორმების მხარდაჭერას და ქვეყნის განვითრების ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს. გაილ სმიტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას წარმატებული პარტნიორობისთვის, რაც ქვეყნის განვითარების გზაზე მიღწეულ არაერთ ხელშესახებ შედეგში გამოიხატა. მხარეებმა მიმოიხილეს თბილისში მ.წ. 12 აპრილს დაგეგმილი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად იქნება განხილული ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო, ეკონომიკური, უწყებათაშორისი და რეგიონული განვითარების საკითხების კონკრეტული დღის წესრიგი.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)