05:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 12:54:18, 788 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - დღეს გიორგის კი არ იჭერენ, გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი უშიშრობით და პრინციპულობით!

დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით და პრინციპულობით. ასე მარცხდება ოლიგარქია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში განაცხადა, სადაც ის გიორგი ვაშაძისთვის სოლიდარობის გამოსახატად მივიდა.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის ბევრი კამათი და დაპირისპირება ყოფილა, თუმცა ახლა ერთიანობის დროს და დღესდღეობით საქართველოს პროდასავლური ოპოზიცია იბრძვის საკუთარი თავისუფლების ხარჯზე.

„დღეს გიორგი არის საამაყო, ღირსეული. დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით და პრინციპულობით. ასე მარცხდება ოლიგარქია. ბევრი კამათი და კრიტიკა გვინახავს ოპოზიციაში, თუმცა ფაქტია, რომ დღეს პროდასავლური ოპოზიცია იბრძვის საკუთარი თავისუფლების ხარჯზე. ამის მაგალითია დღეს გიორგი. ჩვენ სისტემას უნდა ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია. მინდა გიორგის პირობა დავუდო, რომ ყველაფერს ვიზამთ ერთიანობისთვის. დღეს შიდაპოლიტიკური კინკლაობის ადგილი არ არის. ერთიანობა არის ერთადერთი პასუხი, რასაც იმსახურებენ ნიკა, ნიკა, ზურა, ბადრი, მამუკა და ახლა უკვე გიორგიც“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics